მა მე მი მკ მო მრ მუ მყ მწ მჭ მხ
მურ მუღ

მურთაზა

ჩამორჩენილი; არაევროპელი, ცხოვრების აზიური ყაიდის მიმდევარი (კნინობითი ფორმა აღმოსავლური [არაბულ-სპარსული] წარმომავლობის და საქართველოშიც გავრცელებული მამაკაცის საკუთარი სახელისა – მურთაზი). „გავიგეთ, რომ ეს ქვეყანა და აქ მცხოვრები ხალხის უდიდესი ნაწილი „ბნელია“, „ხეპრეა“, „გრუზინია“, „მურთაზაა“ და ასე შემდეგ. მაგრამ რახან აღიარებთ, რომ უდიდესი ნაწილი ესეა, ან შეეგუეთ ამას, ანდა ოთხი მხარე არსებობს და თქვენივე სურვილისამებრ შეგიძლიათ გაემგზავროთ“ (ინტერნეტი); „ახლა გასაგებია, როგორ მოასწრო ვინჩიმ ამდენი, ხოლო მძინარა მურთაზა დღეში ბირჟაზე სამჯერ გასვლასა და 4-ჯერ ჭამას ასწრებს (პლუს საღამოს „კურიერის“ ყურება)“ (ინტერნეტი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9