ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაგ ნაზ ნათ ნაი ნაკ ნარ ნას ნატ ნაშ ნაჩ ნაც ნაჭ ნახ

ნატური/ნატურში

ნამდვილი, მართალი; ნამდვილად, მართლა. მომდინარეობს „ნატურალურიდან“, რაც ბუნებრივს, შეურყვნელს ნიშნავს. თავდაპირველად იხმარებოდა მხოლოდ ღვინის განსაზღვრებად – ნატური (ნატურალური) ღვინო უპირისპირდებოდა „გაკეთებულ“, ხელოვნურად დამზადებულ და ამიტომ უფრო დაბალი ხარისხის ღვინოს. შემდეგ მისი მნიშვნელობა გაფართოვდა. „ნატური ეგრე თქვა?!“ (გურამ რჩეულიშვილი) – ნიშნავს: „მართლა ეგრე თქვა?!“ ამ სიტყვის ჟარგონულობა კიდევ უფრო ძლიერდება -ში თანდებულის დართვით: „– ბიჭო, რას მიშვრები, ნაღდი საქმეა!.. – ნატურში?!ნატურში...“ (ოთარ ჩხეიძე). ძალიან გავრცელებული იყო 1950-60-იან წლებში. ახლა აღარ იხმარება.
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9