ქუჩაში ვინმეს გაჩერება გაძარცვის მიზნით („სტოპ“ – სდექ!, ხოლო „ოპ“ უნდა იყოს შორისდებული, ალიტერირებული „სტოპთან“. მთელი გამოთქმა – „ოპ-სტოპ“ – გვიანი და მარტოხელა მგზავრის შესაშინებელი შეძახილია). „...სამი დღის მიცვალებულს ძარცვავდა თუ „ოპ-სტოპზე“ შეყენებულ ლაჩარს“; „...ვინმეს ცხვირ-პირის დალეწვა და „გადაგდება“, სახლის გაქურდვა თუ გვიანი მგზავრის „ოპ-სტოპზე“ შეყენება...“ (ზაურ კალანდია).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.