საქმის გარჩევა. მომდინარეობს რუსული ქურდული გამოთქმიდან качать права, რაც ნიშნავს ქურდებს შორის საქმის გარჩევას, ერთი ქურდის მიერ მეორე ქურდის მხილებას, დაკითხვას და ა.შ., ხშირად იარაღით ხელში. პრავას აკაჩავებს მხოლოდ კანონიერი ქურდი კანონიერ ქურდთან; კანონიერი ქურდი ფრაერს არასოდეს დაუკაჩავებს პრავას. „შენც ნახე რა „პრავაკაჩატის“ ადგილი“ (ნოდარ დუმბაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.