ჟინი, ინტერესი. ასეთი მნიშვნელობით იხმარება ქართულ ჟარგონში რუსული жилка (ძარღვი; გადატანითი მნიშვნელობით ნიჭი, უნარი, ფხა). „რაღაც ჟილკა გამიჩნდაო, ეუბნებოდა ძმაკაცებს, გოგო ესე დამევასოს და ვერ გავარკვიო, ვინაა, ეგეთ პონტში პირველად გავიჩითეო“ (ლაშა ბუღაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.