სალიტერატურო ენაში ავ სულს, ეშმაკს ნიშნავს, გადატანით – თავზე ხელაღებულ ადამიანსაც, ჟარგონში კი ჩამორჩენილის, ხალხში გამოუსვლელის მნიშვნელობით იხმარება (სინონიმები: რქიანი, გოიმი, გორსალა, ჯიხვი). „– ის ქალი ორივეს ჯობია, რომ იცოდე! – ნამეტანი ქაჯია, ისე მართალი ხარ“ (რეზო ჭეიშვილი); „ჰმ, რას ნიშნავს, რომ ქაჯი ხარ, ტო!“ (ზაალ ტაბაღუა); „მე რომ ვღადაობ, მართლა ვღადაობ და უნდა გაიცინო: თუ ქაჯი არა ხარ, გაიცინებ“ (აკა მორჩილაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.