არ მაინტერესებს, არ ვნაღვლობ, ჩემთვის სულერთია. იგივეა, რაც „ფეხებზე მკიდია“ (იხ. თ. სახოკიას „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი“). რატომ ჩაენაცვლა „ფეხებს“ „ქინძი“, ძნელი სათქმელია. „ნახევარ საათში ქუჩაში უნდა ვიყო, თუ ჯერ კიდევ არ დამიკიდია მთლად ყველაფერი ქინძზე“ (დიანა ვაჩნაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.