ძალიან სთხოვა, ძლიერ შეეხვეწა. ეს იგივე გამოთქმაა, რაც „ყელგამოწევით ხვეწნა“ (იხ. თ. სახოკიას ლექსიკონი), ოღონდ ჰიპერბოლიზებული. ხელის თითებით ყელის გამოწევა ჟესტების ენაზე თხოვნას ნიშნავს. „ბაჩანამ ყელი გამოიგლიჯა და ანიშნა, საუბარი განაგრძეო“; „– გელა, მოდი რა?! – გამოიგლიჯა ყელი ნელიმ“ (ნოდარ დუმბაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.