დასცინის, ამასხარავებს. „გვაშაყირებს, – თქვა პატარამ და ახლა იმან გააწნა ხელუკუღმა“ (ჯემალ თოფურიძე); „ყურებს არ ვუჯერებდი, ძმებო, მაშაყირებს-მეთქი, გავიფიქრე“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.). მომდინარეობს სიტყვიდან „შაირი“, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელობა არის „სახელდახელოდ თქმული, გამკილავი შინაარსიის ლექსი“ (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.