ხუმრობა, მასხრობა. მომდინარეობს სიტყვიდან „შაირი“, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელობა არის „სახელდახელოდ თქმული, გამკილავი შინაარსის ლექსი“ („ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“). „სიაბანდი და შაყირი არც ჯვარზე აგიკრძალია“ (ვახტანგ ჯავახაძე); „და მე ვკითხულობ მართლა – თავი მოუკვდეს შაყირს – რა ღირს აი, ეს წიგნი! – ეს ცრემლის თქეში რა ღირს!“ (ტარიელ ჭანტურია).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.