აქედან მოუსვი, აქედან მოშორდი! „აქედან შეაყოლე, - შეუღრინა მოხუცს, – შეაყოლე-მეთქი“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.); „– თავისუფლება გინდოდათ და... აბა, ჰოპ-ჰოპ! შეაყოლეთ, თავისუფლები ხართ!“ (გიზო ნიშნიანიძე). ამ მაგალითებში განსამარტავი ზმნა ერთპირიანია. როცა მას სამპირიანი ზმნის გაგება აქვს (შეაყოლე შენ, მას, ის – იხ. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი), მაშინ ის აღარ არის ჟარგონის კუთვნილება.
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.