შა შე ში შკ შმ შნ შო შპ შტ შუ
შე შე( შეა შებ შეე შეკ შემ შენ შეს შეტ შეუ შეყ შეწ შეჭ

შებერტყილი

ეშმაკი, ცბიერი, გაქნილი. „დიდი შებერტყილი იყო! ბოდიშს გიხდით ამ სიტყვაზე, მაგრამ მართლა შებერტყილი იყო!“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.); „ისეთი შებერტყილია, ისეთი ზოგი მათგანი, იმათთან, ღმერთო, მართლა ვარ მამა აბრამის ბატკანი“ (შოთა ნიშნიანიძე); „– შენ რა, სიცხე გაქვს?! ჩვენ ეზოში იმდენი წარაკუა და შებერტყილი ხელცქვიტი ცხოვრობს, ჩემზე ეჭვს ვერავინ მოიტანს...“ (ოთარ დემეტრაშვილი). ამ სიტყვის ჟარგონული მნიშვნელობა ძნელი დასაკავშირებელია ამავე სიტყვის სალიტერატურო მნიშვნელობასთან. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში „შებერტყილი“ ასეა ახსნილი: „რაც (ვინც) შებერტყეს ან შეიბერტყა“, ხოლო ზმნა „შებერტყავს“ კი – ამგვარად: „ბერტყვით შეარხევს, რისამე ცემით მტვერს გააყრევინებს“.
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9