შა შე ში შკ შმ შნ შო შპ შტ შუ
შე შე( შეა შებ შეე შეკ შემ შენ შეს შეტ შეუ შეყ შეწ შეჭ

შეეკრა

საიდუმლო კავშირით დაუკავშირდა (უპირატესად შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებს). როგორც ჩანს, ეს არის შემოკლებული „ფიცით შეეკრა“ ან „პირობით შეეკრა“ (იხ. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 7, სვეტი 748. შდრ. აგრეთვე ხალხური სიმღერა: „ხიდისთავს შავკრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანიო“). „ფიცის“ და „პირობის“ ჩამოცილების შემდეგ ეულად დარჩენილი „შეეკრა“ ჟარგონულ ჟღერადობას იძენს. „მას იმ დათარსულ წელიწადს შევეკარი, ოდესაში იტალიური ოპერა რომ ჩაფლავდა“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9