სახელზმნა „შეკერვა“ ასე აქვს განმარტებული თ. სახოკიას „ქართულ ხატოვან სიტყვა-თქმანში“: „მოტყუება, ეშმაკობით წართმევა ფულისა, მოფერებით ჭკუის წაგებინება“, მაგრამ საილუსტრაციო მაგალითები არ მოჰყავს. „აიყვანე და შეკერე: საკენკს უყრიდი არიფებს“ (ვახტანგ ჯავახაძე); „ვკერე, ვკერე, ვერ შევკერე“ (არლი თაყაიშვილის სახუმარო გამოცანა; პასუხი: ოპონენტი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.