ევფემიზებული გინება. აქ ევფემიზება ხდება საგინებელი ფორმულის შემოკლებით, უწმაწური სიტყვების გამოტოვებით. „სიტყვის (ან გამოთქმის) ევფემისტური დანიშნულებით გამოტოვება მეტწილად სალანძღავ ან წყევლის გამოთქმებში იხმარება“ (კ. ჯორჯანელი, ევფემიზმები და სიტყვის ტაბუ). „ეღიმებოდა ლადო ბიძიასაც, მაგრამ მშვიდი არ იყო ეს ღიმილი, ყოველ ახლო გამოვლილ მანქანას ადევნებდა: – ქაჯი ხარ, შენი, რქიანი“ (რევაზ ინანიშვილი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.