შა შე ში შკ შმ შნ შო შპ შტ შუ
შე შე( შეა შებ შეე შეკ შემ შენ შეს შეტ შეუ შეყ შეწ შეჭ

შეუბერა

  1. დიდი სისწრაფით გაქანდა. „რულს ჯორჯი მიუჯდა და შევუბერეთ ქალაქისაკენ“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.).
  2. საქმეს შეუდგა. „რაღაცა დავხატოთ. რამდენიმე ისეთი თემა მაქვს, გეტყვი და, თუკი შესაძლებელია, გადავიტანოთ სახვითი ხელოვნების ენაზე. დანარჩენი, შენ რაც გინდა, მიდი რა შეუბერე, ხომ ხოში გაქვს ფრესკების მიმართო“ (კოკა იგნატოვი).
  3. გაუტია. „ასე გაიგო ახალი თუ ძველი ქართველების მეტმა წილმა პიროვნული თუ საერთო თავისუფლება და, უკაცრავად გამოთქმისათვის, შეუბერა და შეუბერა კიდეც, როგორც სურდა და რამდენადაც შეეძლო“ (ბაკურ სვანიძე).
    See also: გარეკა
    Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9