შა შე ში შკ შმ შნ შო შპ შტ შუ
შა შე ში შკ შმ შნ შო შპ შტ შუ

ში

მიცემითი ბრუნვის თანდებული, ძალიან პოპულარული ახალგაზრდულ ჟარგონში. ხშირად ცვლის „ქონა“ ზმნას: „ეტყობოდა, გაკეთებულში რომ იყო“ (ირინე ბაქანიძე), ნიშნავს: გაკეთებული რომ ჰქონდა (ნარკოტიკული ნივთიერება); „– შენ დღესაც გადაყლაპულში ხარ, ხო იცი?“ (ირინე ბაქანიძე), ნიშნავს: გადაყლაპული გაქვს (ნასვამი ხარ); „წაგებულშია, – ისე თქვა ერთმა, არც შეუხედავს ენვერასთვის“ (ჯემალ თოფურიძე), ნიშნავს: წაგებული აქვს; „რამდენშია?“ (იქვე), ნიშნავს: რამდენი აქვს წაგებული? ზოგჯერ აწარმოებს ზმნიზედებს ზედსართავებისგან: „ნაღდში ან სიგნალი ექნებოდა იქ, ან გატენილი დურა უჯრაში“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.), „ნაღდში“ აქ ნიშნავს: „ნაღდად“; „– ნაღდი საქმეა!.. ნატურში?!ნატურში“ (ოთარ ჩხეიძე), „ნატურში“ აქ ნიშნავს: „ნამდვილად“.
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9