ბრწყინვალება, დიდებულება, ფუფუნება. გერმანულ-ფრანგული წარმოშობის ეს სიტყვა შემოსულია რუსულის მეშვეობით (шик). ქართულ ჟარგონში უპირატესად მრავლობითი რიცხვის ფორმით იხმარება. „შარაფს არ ეკარებოდი, არ გიზიდავდა შიკები“ (ვახტანგ ჯავახაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.