საიდუმლოდ გაურიგდა, საიდუმლო გარიგებით მოაკვარახჭინა საქმე. მომდინარეობს „კარტის ჩაწყობიდან“, რაც დასარიგებელი კარტის წინასწარ (ჩვეულებრივ, აჭრის პროცესში) ისეთნაირად დალაგებას გულისხმობს, რომ დამრიგებელს უკეთესი ქაღალდი მიუვიდეს (შდრ. გერმ. abkarten, abgekartetes Spiel). „მეორე მექანიკოსთან საქმეც ჩავაწყვე“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.); „ეს კაცი პირდაპირ ჩამწყობად არის დაბადებული... ახლა დამსახურების წოდება მიანიჭეს! – ალბათ იქაც ჩააწყო!“ („ნიანგი“); „ქალაქგარეთ დიდი ქარხანა ააშენა, მერე პროდუქციის წართმევა მოგვინდომა, უმაღლეს დონეზე ჩააწყო“ (ზურაბ სამადაშვილი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.