ეტყვიან მას, ვინც მოსწრებულად იხუმრებს. გულისხმობენ: ნათქვამი მახვილგონივრულობაში ჩაგეთვალაო. „ჯერ იყო და რაღაც „საზრიანთა კლუბის“ ვარიანტში სუვენირად დაგვირიგა ჟურნალისტის განუყრელი იარაღი – ფანქარი, რომელსაც არც ერთი მხარე წამახული არ ჰქონდა და ორივე მხარეს სტაციონარულად ჰქონდა დამაგრებული საშლელი, თან იკითხა, რას უნდა ნიშნავდესო ეს? პასუხი მგონი ჩამეთვალა: ახლა ჩვენ ვცხოვრობთ პერესტროიკის ეპოქაში და ეს საშლელი დიდ სამსახურს გაგვიწევს წარსული შეცდომების წაშლაში-მეთქი“ (გიზო ნიშნიანიძე); „არ ჩაგეთვალათ, ვისკოვსკი“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.