ჩავჯდეთ – ვიქეიფოთ (საფუძვლიანად). შდრ. „ჩაჯდომა“. გრამატიკულად სწორი ფორმაა „ჩავსხდეთ“ (ზოგჯერ ასეც ამბობენ). „– ეხლა ჩვენ ჯერ ერთ ჩვენ ძველ ძმას გავუაროთ და მერე ჩავჯდეთ, – საბა თვალს მიკრავს. უსიამოვნო გრძნობა მეუფლება. ამის მიზეზია სიტყვა „ჩავჯდეთ“. არ მომწონს ეს სიტყვა“ (დავით ქართველიშვილი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.