დაარტყა. „– თავი, თავი აჭამე, ჯემალ! – ვიცოდი, რომ ახლოს მისვლა და თავის ჭმევა იყო საჭირო“ (ნოდარ დუმბაძე); „დავარტყი და დავაგდე, ისევ წამოდგა, მაშინ თაური ვაჭამე სიფათში, ძლივს წაიღეს“ („ნიანგი“). „საჭმელთან“ ეს ქმედება იმიტომ არის ასოცირებული, რომ ამგვარი დარტყმა პირის არეში ხდება.
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.