ჩა ჩე ჩვ ჩი ჩმ ჩო ჩხ
ჩაა ჩაგ ჩავ ჩაზ ჩათ ჩაი ჩაკ ჩალ ჩამ ჩან ჩარ ჩას ჩაუ ჩაფ ჩაქ ჩაშ ჩახ

ჩათლახმაესტრობა

შდრ. „ჩალიჩმაისტერობა“
ვერაგობაში, უზნეობაში გაწაფულობა. „ჩემსოფლელია და მისი ჩათლახმაესტრობა სხვაზე უკეთ ვიცი“ (ზაურ კალანდია). თურქული წარმომავლობის სიტყვა ჩათლახი (ჩათლაქ) ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ორი მნიშვნელობით არის წარმოდგენილი:

1. ძვ. უვარგისი, უხეირო. „[ღამურა] ისეთი ტაატით მოძრაობს, რომ ჩათლახ კუსაც კი შეუძლია გაასწროს სიარულში“ (ი. გოგებაშვილი).

2. სალანძღავი სიტყვაა. „ისევ ბატონების უღელში შეებით, ცინგლიანებო! წუპაკებო! ჩათლახებო!“ (მ. ჯავახიშვილი). ი. გრიშაშვილის „ქალაქურ ლექსიკონში“ ასეა განმარტებული: „უზნეო, გათახსირებული, პედერასტი, გაცვეთილი, პირველყოფილობადაკარგული ადამიანი“.

Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9