ჩა ჩე ჩვ ჩი ჩმ ჩო ჩხ
ჩაა ჩაგ ჩავ ჩაზ ჩათ ჩაი ჩაკ ჩალ ჩამ ჩან ჩარ ჩას ჩაუ ჩაფ ჩაქ ჩაშ ჩახ

ჩაისვარა

თავი შეირცხვინა, წახდა (თითქოს შარვალში ჩაისვარა). „ამიტომ წახდნენ და ჩაისვარეს ოდესღაც „უდრეკმა“ რევოლუციონერებმა“ (აკაკი ბაქრაძე); „ეს ჰო არმიაა, ავღანეთში ჩაისვარა და ახლა სოხუმში იმაღლებს ღირსებასა, ჩასვრილ ღირსებასა“ (ოთარ ჩხეიძე); „სახეზე რომ შევხედე, ჩავისვარე: ისეთი მკვდრის ფერი ედო, თვალები ისეთი გამხვრეტი გაუხდა...“ (ვაჟა გიგაშვილი); „გუშინ კინაღამ ჩაისვარა შიშით, ეხლა თავისი ფეხით მოგვადგა, მოდი და ნუ დაიცენტრები“ (ზურაბ სამადაშვილი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9