გამოთქმაში: „ვატყობ, რა ჩამოსხმაც არის!“.
ნიშნავს: ვატყობ, რა კაციც არის. ანალოგია სხვადასხვა ჩამოსხმის ღვინოსთან: ერთი და იმავე მარკის ღვინო, იმის მიხედვით, თუ სად, როდის და ვინ ჩამოასხამდა (ბოთლებში), სხვადასხვა ხარისხის იყო (სტანდარტი არ იყო დაცული). „ფეხსაცმელებზე ვატყობ კაცს, რა ჩამოსხმაც არის“ (ნოდარ დუმბაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.