გამოთქმაში: დგას და ახამხამებს [თვალებს]
გაოგნებულია, დაბნეულია, არ იცის რა ქნას. „– ...ატყდა ჩუმი ალიაქოთი. მე ვიდექი და ვახამხამებდი... – ეგ რაღაა? მოკლედ, ჟარგონების მეფე ხარ, ლევან ბრეგაძის ჟარგონების ლექსიკონი დაგიზეპირებია. – ვა, ეგეთიც არსებობს? უგამოსავლობას, უმწეობას გამოხატავს ჩემთვის. მართალი გითხრა, სხვისგან არც გამიგონია. – ჰო, ეგ სიტყვა წიგნში, მგონი, არ არის, უნდა ვუთხრა. – იცნობ? – კარგად. რა ძალა გადგია, მშვენიერი ქართული იცი. – მაგრა შევეჩვიე ჩემი ბიჭების ლექსიკას. თავიდან ვეჩხუბებოდი და ბოლოს იმათ მაჯობეს, ადვილია და მოკლე“ (მანანა ამირეჯიბი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.