ქართველის ქართველთან ისე დაახლოება, რომ ერთმანეთის ლხინისა და ჭირის გაზიარების ვალდებულება დაეკისროთ. მუხამბაზი ქართულ პოეზიაში აღმოსავლეთიდან შემოსული ლექსის სახეობაა, საკრავის თანხლებით სიმღერით შესასრულებელი, მოქეიფეთა ხასიათის გამსწორებელი. „...და იმათთან ჩამუხამბაზებაც მოგიწევს, გინდა თუ არა. რახან ქართველობა ხართ, უცხო მხარეში ერთიმეორეს უნდა გაეცნოთ და ხელის გაწვდენა-გამოწვდენაც უნდა ატყდეს, ურთიერთდახმარებაც გამოვლინდეს და ეს კი ეგებ არც გეხალისებოდეთ, არც თქვენა და არც იმათ, მაგრამ რას იზამთ, თუკი ქართველობა ხართ?“ (აკა მორჩილაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.