უხეირო, უგერგილო და გარეგნულადაც (ჩაცმულობითაც) მოუწესრიგებელი ადამიანი („ჩანჩურა“ ქეგლში ასე განმარტებული: „უშნო, ულაზათო, უგერგილო ვინმე“). „ამისთანა ჩანჩურ ივანიჩები ხშირად ჩადიან ასეთ სასაცილო საქმეს! – მიუგო ტარიელმა ამხანაგს, როცა სიცილს მორჩენ“ (ეგნატე ნინოშვილი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.