ზოგჯერ ერთ სიტყვად წერენ.
ძლიერ ევფემიზებული გინება. „– შენ ყოჩაღად იყავი, ი ჩემანალა თათრები ფეხებსაც ვერ მოგვჭამენ“ (მიხეილ ჯავახიშვილი); „რამ დაგაბრმავათ, თქვე ჩემანალებო“ (გურამ დოჩანაშვილი); „ვერა ხედავ, იმ ჩემანალებმა პაპაშენი კიტრივით გააგორეს“ (თამაზ კვაჭანტირაძე. თარგმ.); „– გიჟია ეს ჩემანალა! სადღა უნდა წახვიდე. შეიკრა წრე!“ (ჯემალ ქარჩხაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.