ცვ ცი ცუ ცხ
ცვე

ცვეტნოი ამბავი

შდრ. „ცვეტში გეტყვი“.
ნამდვილი (მართალი) ამბავი. რაღაც კავშირი უნდა ჰქონდეს რუსულ სიტყვასთან цветной „— ფერადი, მაგრამ რა – ძნელი სათქმელია. „გაზეთში ეწერა, რო გოეთეს „ფაუსტის“ მოტივებზე კინო უნდა გადაიღონო, რომელ კინოშიც ტაქსის შოფერ ფაუსტის როლს მიხაელ შუმახერი ითამაშებსო, კლაუდია შიფერი შეუყვარდებაო და ბორის ბეკერი კიდე, ჩოგბურთელი როა, ეშმაკია და სულს მიჰყიდისო. კი, ტო, ცვეტნოი ამბავია! ტელევიზორშიც თქვეს“, „ქალაქურ ჟარგონზე იტყვიან ხოლმე – „ცვეტში“ გეტყვი, ვინ რას ფიქრობსო. ესე იგი, ნამდვილად გეტყვიო. ანდა თუ გითხრეს, „ცვეტნოი“ ამბავიაო, უნდა მიხვდე, რომ ნამდვილ ამბავს გეუბნებიან“ (მიხო მოსულიშვილი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9