ცვ ცი ცუ ცხ
ცივ ცირ

ცირკი/ცირკები

ოინი/ოინები; სეირი (ცირკი ხომ ოინების, თვალის სასეირო სანახაობათა ასპარეზია). „აი ცირკი, თუ გინდათ, მაშინ დატრიალდა, პატარა მფრქვევანამ წნევას ვეღარ გაუძლო, ის დამპალი მილი გასკდა და ათ მეტრში ისე დააყვითლა ყველა, ჩინელები გეგონებოდათ“; „ისე, მაგარი ცირკები კი მოვაწყვე“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.); „თავდაცვის მეცადინეობა ცირკი იყო“ (ზურაბ სამადაშვილი); „ზოგი სამწყობრო სიარულით ჩამოივლის, ზოგი კი ტრიბუნების შესავსებად და ხალხმრავლობის ილუზიის შესაქმნელად სჭირდებათ, რადგან თავისი ნებით ვინ წავა, ვის რა შავ ქვად უნდა ეს ცირკი, ვის რა ეზეიმება“ (გიორგი ბაქანიძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9