რუს. цуцик – ლეკვი; გადატ. ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ადამიანი.
ლაჩარი, მხდალი; სუსტი. „ზოგი ცუციკი სიმთვრალეში გმირი ხდება ხოლმე“ (ინტერნეტი); „ბნელ ოთხმოცდაათიანებში, როდესაც თბილისის ყოველ უბანში ძველბიჭური ბოჰემა სუფევდა, ხშირად მსმენია გამოთქმა „ცუციკი ძაღლი“, ან ცალკე აღებული „ცუციკი“, რომელიც „მხდალის“ და „ზადნის მიმცემის“ მნიშვნელობით გამოიყენებოდა“ (ინტერნეტი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.