ჩამორჩენილი ადამიანი, სოფლელი, ტეტია. ცხრა ნომერი კალოში (ავდარში სახმარი რეზინის ფეხსაცმელი) ძალიან დიდი ზომისაა, უფრო სოფლად ხმარობენ, იოლად რომ ჩაიცვან და გაიხადონ (ტალახიან ეზოში გასვლისას). „...მეორემ ახსენა „ცხრა ნომერი კალოშის“ ჭინჭყლი, რაღაც ბედად რომ გადაურჩა ცემა-ტყეპას“ (ზაურ კალანდია).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.