წა წე წი
წა- წაა წაე წავ წაი წაკ წამ წაქ წაშ

წა-

ზმნისწინი, ერთობ პოპულარული ჟარგონულ სიტყვათწარმოებაში; სხვა ზმნისწინების მისით ჩანაცვლება ჟარგონულ ელფერს ანიჭებს ან უძლიერებს ზმნებს და ზმნისგან ნაწარმოებ მეტყველების ნაწილებს: დამპალი – წამპალი, გათიშა – წათიშა: „ამასობაში ამოვარდა ცხრანომერა, ეს წამპალი და აგური ხია ამ წაქცეულ, დამტვრეულ გიორგას, წათიშა ეგრევე, ლამის გაისტუმრა“ (ზურაბ სამადაშვილი); გააჩერა – წააჩერა: „წავაჩერეთ ბიჭები და მიდის სიტყვიერი ქაჩაობა“ (ზურაბ სამადაშვილი); დააყარა (დაუშინას მნიშვნელობით) – წააყარა.
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9