შდრ. „წამალი“ და „წამალზე შეჯდა“.
ნარკომანია. „გაბოსგან გამკვირვებია, არასდროს მჯდარა წამალზე. ის კი არა, იმათაც ვერ იტანს, ვინც კაიფობს“ (ზაურ კალანდია); „პრეზიდენტს, რომელიც მონარქად იქცა, 24 საათს წამალზე „დამსხდარი“ თანამდებობის პირები ჰყავს პირისფარეშებად“ (გაზ. „ახალი ეპოქა“).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.