ყბედობა, ყაყანი (როგორც ბაზარში იციან). „მთელი ეს ბაზარი ყელში ამომივიდა“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.): „მორჩი ბაზარს, დაიძინე!“ (ქართლოს კასრაძე). ამ გამოთქმის ჟარგონულობა კიდევ უფრო ძლიერდება, როცა „ბაზარი“ მიცემითის ნაცვლად არასწორად დგას სახელობით ბრუნვაში: „მორჩით, კაცო, მანდ ბაზარი“ (გურამ რჩეულიშვილი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.