ცუდად არის საქმე. „გარედან რკინის რიკულები ეკრა და ფანჯარა ამ დაწესებულების შიდა ეზოში იყურებოდა, აქედან ვერსად წავიდოდა, საქმე ჭაკად იყო“ (მიხო მოსულიშვილი). ჭაკი (დედალი ცხენი, ფაშატი) სასაუბრო მეტყველებაში მხდალს, ლაჩარს და უვარგისს ნიშნავს. შესაძლოა, ეს მნიშვნელობა უდევს საფუძვლად განსამარტავ გამოთქმას.
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.