ჭა ჭე ჭი ჭკ ჭმ ჭრ ჭყ
ჭინ ჭიპ ჭიჭ

ჭიჭიკო

მამაკაცის საკუთარი სახელი. ჟარგონში: კერძო მსუბუქი ავტომანქანის მფლობელი, რომელიც ტაქსაობს (ტაქსივით იყენებს კერძო მანქანას ანუ ხალხი გადაჰყავს სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ, რაც იკრძალებოდა საბჭოთა ხანაში). გავრცელებული იყო მე-20 საუკუნის 60-80-იან წლებში. „ავდექი, იმათ ბოდიში უთხარი და გამოვედი, ტაქსი არ მიჩქარია, ამოვედი ფეხით და მერე ჭიჭიკო დავიჭირე. მაშინ ჭიჭიკოობა იყო“; „ჩვენთან ერთი ჭიჭიკო იყო. ჭიჭიკოები არ გახსოვს, ტო? ჭიჭიკო იყო, ხალტურაზე ვინც დადის. ბევრნაირი ჭიჭიკო იყო. ზოგი ხაზეინის მანქანით დადიოდა, მერე რო ტაქსაობა დაარქვეს რა, მაშინ იყო ჭიჭიკო. ზოგიც სამსახურის მანქანაზე, ზოგი თავის მანქანებით, მასკვიჩები იყო, ვასნავნომ, ვინც თავის მანქანით იყო, ან ძველი ნოლაძინები. მე ვაფშე მახსოვს, ვითომ აკრძალული ხო იყო ხალტურშჩიკობა და ვაგზალზე იყო დაბლა ბირჟა. დვაცატაძინი ჭიჭიკოები მახსოვს დაჟე. ვაგზლისები მეძვირეები იყვნენ, იმიტო, რო ტაქსზე ხო პასტაიანი რიგი იყო, ტაქსის გაჩერებაზე და ჭიჭიკო ჩამოივლიდა და დავაი“ (აკა მორჩილაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9