მყუდრო, წყნარი ბინა, სადაც დაუპატიჟებელი მომსვლელი ვერ შეგაწუხებს და შეგიძლია შენთვის სასურველ ადამიან(ებ)თან ერთად მოყუჩდე. ქართულ ჟარგონში შემოსულია რუსული ქურდული ენიდან (ховира). მომდინარეობს ებრაულიდან. „მოვიწყვე პატარა ბუნგალო პირადად ჩემთვის და ნელ-ნალა ნამდვილ „ხავერად“ ვაქციე“ (მიხეილ ანთაძე); „ამას წინათ ვნახე ერთ ტიპთან... ხავერაზე“ (რუსლან ღონღაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.