ხა ხე ხი ხმ ხო ხრ ხტ ხუ
ხოდ ხოზ ხოშ ხოხ

ხოზო/ხოზიკა

მსუქანი. „ვაიმეეე, გეოოო, საშინელო, საძაგელო, გინდა, რომ 40 კილო მოვიმატო და იმ ხოზიკა ქერა ქალს დავემგვანო, ხოოოო???“ (ინტერნეტი). შესაძლოა მომდინარეობდეს სომხური სიტყვიდან „ხოზ“ (ღორი). ნოდარ ებრალიძემ ყურადღება მიაქცია იმას, რომ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში თბილისის იპოდრომის ორი ცხენის პატრონის ფსევდონიმი ყოფილა მისი აზრით, „ესე იგი, ეს ჩვენი თბილისური ხოზო, არც მეტი, არც ნაკლები, რუსული აბრევიატურა ყოფილა – ალბათ, (სამეურნეო განყოფილება). მოკლედ, ხოზო გეპეუ ქართული სინტაქსით გეპეუს ხოზო გამოდის“ („არილი“, http://arili2. blogspot. com/2008/12/blog-post–26.html). მაგრამ ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ უნდა მეტყველებდეს ის ფაქტი, რომ „ხოზიკას“ ფსევდონიმით გასაბჭოებამდე აქვეყნებდა თხზულებებს პრესაში ვლადიმერ ბერაძე (იხ. გ. მიქაძე, ფსევდონიმების ლექსიკონი. თბ., 1984, გვ. 47).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9