სამაგიერო, რომელსაც უკეთურობის ჩამდენს უხდიან (თითქოს ხურდას – მსხვილი ფულის ნაშთს – უბრუნებენ). „– როგორი ნამუშევარია? (იგულისხმება: როგორი ნაცემია? – ლ.ბ.) – ჰკითხა უფროსმა. – მაგარი, მაგრამ ხურდაც კარგი მიიღო, – მიაყოლა გულის მოსაფხანად“ (ნოდარ დუმბაძე); „მე მაგინებდნენ, მაგრამ ვიცი, ქებაც ბევრს სურდა, და უკაცრავად თუ თან გამყვა იმათი ხურდა“ (პაოლო იაშვილი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.