საგანგებოდ გადადებული თანხა, რომელიც ავანტიურის წარუმატებლად დამთავრების შემთხვევაში ავანტიურისტს გადარჩენის შანს მისცემს (მისი მეშვეობით ისე დააღწევს თავს საფრთხეს, თითქოს პარაშუტით გადახტა დაზიანებული თვითმფრინავიდან). „პარაშუტი“ რას ნიშნავსო, ნინო ეკითხება. როგორც განგვიმარტა პარაშუტი ნიშნავს, რომ ერთი მილიონი უნდა იყოს სადღაც, რომ წაგების შემთხვევაში ოჯახს უნდა დარჩეს ერთი მილიონი“ („ასავალ-დასავალი“).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.