იგივეა, რაც „არაფერი“. ამ გამოთქმას გაგულისებული ტონით წარმოთქვამენ პასუხად შეკითხვისა „რა მოგვიტანე?“ ან „რა დაგვახვედრე?“, როდესაც ხელცარიელნი მივლენ ვინმესთან ან ხელცარიელნი დახვდებიან ვინმეს. „რა გაქვს, ქალო, დღეს სადილად? - დაბოხებული ხმით კითხულობს მამუკა. – ბუს კვერცხები! რა დამიტოვე და რას მთხოვ?... – იყო მზიას პასუხი“ (ნოდარ დუმბაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.