შარვალი, რომლის ტოტები კოჭებთან ძალიან ვიწროა, ისე, რომ შარვლის ტოტი თავდაყირა მდგარ ბოთლს (бутылка) წააგავს. მოდაში იყო მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანი წლების დასაწყისში. „ეცვა ეგრეთ წოდებული „ბუტილკად“ გამოჭრილი ვიწრო და მოკლეტოტებიანი შავი შარვალი“ (ნიკა აგიაშვილი); „როცა მოვკვდები, გამიკეთეთ „ბუტილკა“ კუბო“ (ნოდარ დუმბაძე), ანუ ბოლოში ძალიან დავიწროებული კუბო გამიკეთეთ, იმ შარვლის ტოტის მსგავსი, რომლის ჩაცმა სიცოცხლეში მიყვარდაო.
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.