ზმნის ფუძედ გამოყენებულია რუსული ясный – ნათელი, ცხადი.
გაარკვია, ნათელყო, ცხადყო; მიხვდა. აწმყო „აიასნებს“. „თბილისში კაცის პოვნას რა უნდოდა! გადარეკავდი, გადმორეკავდი და უცბათ გააიასნებდი ვინ, სად, როგორ, ყველა ყველას იცნობდა“ (ზურაბ სამადაშვილი); „და ეგრევე გააიასნა მარიშკამ, რო ბანკში ჩემი ბინა მაქ ჩადებული და რო გაგვიყიდონ, მოკვდება დარეჯანი, მესამე სართულიდან გადმოხტება“ (მიხო მოსულიშვილი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.