პლაგიატი ჩაიდინა, სხვისი ინტელექტუალური საკუთრება მიითვისა; სხვისი საქციელი გაიმეორა, სხვას მიბაძა. „მეც მყავდა ეგრე ჩემი კუმირები თინეიჯერობისას და ვბაძავდი... მაგრამ ეს სხვანაირი მიბაძვაა... მე არ ვარ ცნობილი და წარმატებული, ჩვეულებრივი გოგო ვარ. და მბაძავს ადამიანი, რომელთან ერთადაც დიდხანს მიწევს ყოფნა. გამაღიზიანებელია, რომ მუდმივად მეძიება, რას ვაკეთებ, სად ვყიდულობ, როგორ ვახერხებ... და მერე ზედმიწევნით იმეორებს... ვიყიდი, ვთქვათ, მწვანეპეპლებიან ჭიქას, გაიქცევა და ზუსტად ისეთ მწვანეპეპლებიანს იყიდის თვითონაც... ლურჯპეპლებიანი მაინც შეარჩიოს... მაგალითად, ადრე ნახა, როგორ ვაკეთებდი რაღაცას სამსახურში. მოეწონა და ზუსტად ისევე გაიმეორა თვითონაც. არც არაფერი ჩაამატა, არც გამოაკლო, გადაშუშა პირდაპირ, ფრაზების გამეორების დონეზე. მერე ვიღაცასთან თავი მოიწონა“ (ინტერნეტი).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.