სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისება, პლაგიატი; მიბაძვა. „ვისაც „გეპეიში“ უსწავლია, მან კარგად უწყის, რას ნიშნავს სიტყვა „გადაშუშვა“. ეს არის პროცესი, როდესაც ღამის სანათურზე დადებულ მინაზე ასლის ქაღალდით შენს ვატმანის ქაღალდზე სხვისი ნახაზის კონტურები გადაგაქვს და მერე მას საკუთარ ნამუშევრად ასაღებ. სწორედ ასეთი „გადამშუშველებითაა“ პირთამდე სავსე დღევანდელი ქართული მუსიკალური მასკულტურა. კონტურებს კი, მოგეხსენებათ, არა აქვს ფერი, ამიტომ მოპარული სიმღერები იმის საცოდავი ასლია, რაც დასავლეთში შექმნილა“ (ლაშა გაბუნია).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.