მიმღეობა - გამოსული.
ნაბახუსევზე კვლავ დალია გუნება-განწყობილების გამოსაკეთებლად. „გასტრონომიდან აქვთ ლუდი მოტანილი და ნაბახუსევზე გამოდიან“ (ზაურ კალანდია); „შევალთ მე და შენ ჩვენს ბუფეტში და გამოვალთ „პახმელიაზე“ (მურმან ლებანიძე); „– ძია გიორგისთან ჩავიდეთ, ოხრებო, გიჟმარგუას სახელზე თითო კათხა ლუდი გაგაჭყლეტინოთ!.. – წადი, მარგო, გენაცვალე, დაისვენე, ჩვენ უკვე გამოსულები ვართ“ (ნოდარ დუმბაძე).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.