გუნება გაუფუჭდა, განწყობა წაუხდა, იმედი გაუცრუვდა. „ედმა თქვა, უნიჭო და უფანტაზიო გამოვდექიო, ძალიან კი გაუტყდა“; „არა, ბიჭო, არ გამიტყდებოდა“; „სათაურზე არ გაგიტყდეთ, სათაური რომ გოიმურია, ეგ ნაღდია“; „საკუთარ თავს იმდენად მაინც ვიცნობდი, რომ მეგრძნო, გატეხილში ვიყავი“; „ასე გატეხილში არასოდეს ვყოფილვარ“ (დალი ფანჯიკიძე. თარგმ.).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.