ადვილად მოტყუვდა, პროვოკაციაზე წამოეგო; გრძნობებს აჰყვა. იხმარება ორპირიანი ზმნის ფორმითაც – ააგდო. სულიერი მოვლენა შედარებულია სწრაფ ფიზიკურ გადაადგილებასთან ქვემოდან ზემოთ. შედარების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მაღლა ატყორცნილი საგანი ან ადამიანი მოკლებულია საყრდენს და, ასე ვთქვათ, თავის თავს აღარ ეკუთვნის. „ასეთ სისულელეზე არ ავარდებიან“; „ახლა მარტო მუსიკა თუ გამისწორებდა ხასიათს, თვალწინ სულ ის არტისტკა მედგა, რძის ბარში რომ წაიღიღინა. ეტყობა იმან ამაგდო და, ძმებო, მე ახლა გრძნობების ღრეობა მენატრებოდა“; „ბიჭებმა ამაგდეს და რაღაც სულელურ სანაძლეოზე სხვის სახლში შევიპარე“ (გია ჭუმბურიძე. თარგმ.).
Source: ქართული ჟარგონის ლექსიკონი, მესამე შევსებული გამოცემა; ავტ. ლევან ბრეგაძე; რედ: ანა ჭაბაშვილი და სხვ.; შპს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"; მისამართი: აღმაშენებლის 150,0112, თბილისი, 2013.